მონიტორინგი
2012 წლის 15 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილის მონიტორინგი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი ”საქართველოს სასკოლო განათლება ადამიანით ვაჭრობა, (ტრეფიკინგი) პრევენციის სამსახურში” ფარგლებში.გაკვეთილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მე-9 კლასში ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ბარბაქაძემ. მონიტორინგს ესწრებოდნენ: ქუთაისის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა: ხელმძღვანელი – ნუგზარ კოხრეიძე და კონსულტანტ-ექსპერტი – მზია კუბეცია