News

“Circus Stars” დასკვნითი ღონისძიება

დასრულდა ბრიტანეთის საბჭოს წამახალისებელი კითხვის კონკურსი “Circus Stars”-ის პირველი ეტაპი ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში. 2012 წლის 31 იანვარს 13:00 სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ:
ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში – ზაზა ფურცელაძე;
პროექტის “Circus Stars” მენეჯერი – თამარ კვაჭაძე;
პროექტის კოორდინატორი – თიკო შაიშმელაშვილი;
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებათა საქმეთა განყოფილების ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი – ნინო ჯუღელი;
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებათა საქმეთა განყოფილების განათლების ექსპერტი – პიტერ სმიტი;
ამერიკელი ექსპერტები – ჯინ სიმფსონი და ქრისტი ოუენი;
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი – ანდრო ლოსაბერიძე;
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი მერის მოადგილე განათლების და კულტურის საკითხებში – ნიკო კაჭკაჭიშვილი;
ქუთაისის საკრებულოს წევრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საგზაო დეპარტამენტის უფროსი – მერაბ ბარათაშვილი;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი – ეკა თოფურია;
წლის საუკეთესო მხატვარი , დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატი – ვიტალი კაპანაძე;
გალერეა ვარლას საორგანიზაციო საკითხების კოორდინატორი – იზა ქობულაძე.

ღონისძიება გაიხსნა მადლიერების სახლთან არსებული ვაჟთა ვოკლაური ანსამბლის მიერ ბრიტანული კლასიკად ქცეული სიმღერების შესრულებით. პედაგოგები თეა ბარდაველიძე და ზურაბ მუშკუდიანი საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენება-ანგარიშით 9 იანვრიდან 29 იანვრამდე განხორციელებული აქტივობების შესახებ, წარმოადგინა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა რეიტინგი, წაკითხული წიგნების კოლექციის შესაბამისად. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა საზოგადოებას აჩვენეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი შობის გუგული (ავტორი: Frances Browne ). გაიმართა კონკურსის ფარგლებში გადაღებული ფილმის პრეზენტაცია. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტოგამოფენა და სამკითხველო ოთახში “Book Worms” მოისმინეს მოსწავლეთა პრეზენტაციები. გაიმართა დიალოგი, მსჯელობა და გაკეთდა შეფასებები. ღონისძიების დასასრულს შესრულდა სიმღერა “Coldplay – Viva La Vida”. სკოლის დირექციამ სიგელით აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის დააჯილდოვა მშობლები. თავის მხრივ მშობლებმა სიურპრიზი მოამზადეს, სკოლის ადმინისტრაციასა და უცხო ენის პედაგოგებს გადასცეს “მადლობის წერილი”. დღის ბოლოს გაიმართა ბანკეტი, მოწვეული სტუმრების, პედაგოგების, პროექტის მონაწილე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. სკოლის ცხოვრების ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ემოციებით და ოვაციებით სავსე დღე ჩაიწერა.