ქუთაისის #17 საჯარო სკოლა წარმოადგენს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორ სკოლას. პროგრამასთან თანამშრომლობა სკოლას აძლევს, გამოიყენოს მრავალი რესურსი და შესაძლებლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კომპეტენციის ამაღლებისა და სკოლაში განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი (ტრენერი ნინო მიწისშვილი). ტრენინგზე განხილული იქნა პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო. ტრენინგს ესწრებოდა ქუთაისის #17 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ბარბაქაძე.