24-25 თებერვალი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში პროფესორი მერაბ ბარათაშვილის ინიციატივითა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით აკადემიური საბჭოს, სტუდენტების და საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სსიპ №17 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
(დამრიგებელი: ნანა ხაჭაპურიძე) რომლებმაც ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია “შემოდიოდა სიკვდილი ცელით”. იგივე კომპოზიცია მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში 25 თებერვალს სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. აღსანიშნავია რომ ფესტივალის ფარგლებში სსიპ №17 საჯარო სკოლა ორი სპექტაკლით წარსდგა ესენია ინგლისურ ენოვანი სპექტაკლი “Christmas Cuckoo” და “შემოდიოდა სიკვდილი ცელით”.