გლობალური პროექტის “Circus Stars” ფარგლებში “Book Worms”-ის წევრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრას ეწვივნენ. შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის პროფესორ ქალბატონ ეკა თოფურიასთან რომელმაც განსაკუთრებული რჩევები მისცა მოსწავლეებს და გააცნო ინგლისურ ენაზე კითხვის სტრატეგიები და ტექნიკა. გულდასმით დაათვალიერა მოსწავლეთა ჩანაწერები და მათ მიერ შერჩეული განსაკუთრებული ფრაზები.

მოსწავლეებს ესაუბრა სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის, მათ შორის ინტერნეტ ლექსიკონის გამოყენებაზე. შეხვედრა მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე.