კითხვის წამახალისებელი ბრიტანული კონკურსი “Circus Stars” გრძელდება. მიმდინარეობს მოსწავლეთა ინტერნეტ რეგისტრაცია და წიგნების გადაცემა. მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებისათვის სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოაწყო სამკითხველო ოთახი, რომლის სახელწოდებაა “Book Worms”. ოთახში განთავსდა ინგლისურ ენოვანი ლიტერატურა, მოიხატა ფანჯრები და შეიქმნა მყუდრო სამკითხველო გარემო. ოთახი აღიჭურვა ინტერნეტითა და ციფრული რესურსით.