საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.