წიგნის კვირეულის ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის I კლასებში მოეწყო სხვადასხვა აქტივობები:

საყვარელი წიგნების გამოფენა, მოსწავლეებმა წაიკითხეს მსოფლიო ხალხთა ზღაპრები, წარმოადგინეს კომპოზიცია დედა ენა. ჩატარდა კლასგარეშე კითხვის კონკურსი “საუკეთესო მკითხველი”. რომელიც მიზნად ისახავდა გააზრებული კითხვისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარებას.