დაარსდა საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი, რომელიც იქნება ქოლგა ორგანიზაცია საქართველოს ზოგადსაგნმანათლებლო სკოლების მოსწავლეების გაერთიანებებისათვის ,როგორც მოსწავლეტა თვითმმართველობებისთვის, ასევე მოსწავლეთა კლუბებისათვის.

ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ ქართველ მოსწავლეებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ, რათა თანაბრად შეეძლოს ყველას ჩაერთოს ამ ორგანიზაციის საქმიანობაში. ასევე აქტიური კონტაქტი გვაქ ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიუროსთან, რომელიც მსგავსი ტიპის ორგანიზაციების ქოლგა ორგანზიაციაა ევროპაში. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ორგანზიაციის წევრობაა, რომელიც ქართველ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიზიარონ ევროპული გამოციდლება ობესუ-ს აქტივობებში უშუალო მონაწილეობით.

ახლა რაც შეეხება ჩემს ტხოვნას. ნოემბრის ბოლოს ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში, სასტუმრო ქორთიარდა მარიოტში ვატარებთ კონფერენციას ტემაზე “მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში”. გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში. გამოცხადებულია მონაწილეთა შერჩევა,. გიგზავნით სააპლიაკციო ფორმას ( https://docs.google.com/spreadsheet/viewfor…JTXJQSlFGa3c6MA) და ასევე ჩვენი ფეისბუქის მისამართს (www.facebook.com/GeorgianSchoolStudentsUnionAlliance) , სადაც დაწვრილებით გაეცნობით, როგორც თქვენ ასევე მოსწავლეების კონფერენციის შესახებ და ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას. ასევე გიგზავნით მიმაგრებულ ფაილს, სადაც გაეცნობით ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას უფრო დაწვრილებით ვიდრე საიტზე. იქიდან გამომდინარე , რომ თქვენ უშუალო კონტაქტი გაქვთ ლიდერ მოსწავლეებთან გთხოვთ აპლიკაციების მიღების შესახებ მიაწოდოთ მათ ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, რომ ფორსმაჟორში გვიწევს მუშაობა, იქიდან გამომდინარე რომ კონფერეცნია 19 ნოემბერს იგეგმება აპლიკაციების მიღების ვადა 15 ნოემბერია. ასე რომ დიდი იმედი მაქვს ტქვენი დახმრების.

ჩვენი მიზანია ქართველმა მოსწვალეებმა ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენი ქვეყნის განვიტარებას და პირველ რიგში ერთმანეთის ინტერესების დაცვას.

პ.ს. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, სანამ უშუალოდ მოსწავლეებს მიაწვდით ინფრომაციას (შეიძლება აზრი ვერ ჩამოვაყალიბე კარგად) გთხოვთ მომწეროთ.წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

პატივისცემით და თანამშრომლობის სურვილით,

სულხან ჩარგეიშვილი – mob: +995 98 838882

ალიანსის დამფუძნებელი