2012 წლის 9 იანვარს იწყება კითხვის წამახალისებელი უდიდესი ბრიტანული პროექტი “Circus Stars” რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საბჭომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესთავაზა მოსწავლეებს. კითხვის კონკურსი მიმდინარეობს საქართველოს 12 სკოლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 8-10 და 12-13 წლის მოსწავლეები. იმერეთის რეგიონიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული იქნა სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა.

პროექტში მონაწილეობის ან მისი წარმატების დასრულების ნიშნად მოსწავლეები მედლებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან, სპეციალურ ცერემონიალზე რომელიც გაიმართება 2012 წლის გაზაფხულზე. მონაწილე სკოლებს შორის საუკეთესო სკოლას გადაეცემა გრან პრი: ბრიტანეთის საბჭოს საბავშვო წიგნების კოლექცია.

იხილეთ ბმულზე … Learn English Kids

ეწვიეთ კითხვის კონკურსის სპეციალურ ვებ გვერდს Circus Stars სადაც საშუალება ეძლევათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია წიგნების გარშემო, ასევე გაუზიარეთ თქვენი აზრი სხვადასხვა ქვეყნებიდან კონკურსში მონაწილე ბავშვებს.