VI-3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის პედაგოგი თ.ბარდაველიძე, „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის 2 წარმომადგენელი ქრისტოფერ ჰატეფი და ფოგას გლისონი) თემაზე „ზღაპრული სამყარო“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ზღაპრის მნიშვნელობაზე, უყურეს ნახატ ფილმებს და დაახასიათეს პერსონაჟები . სკოლის პატარა ჟურნალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მსოფლიოს ცნობილ მეზღაპრეებზე ძმები გრიმები, ოსკარ უაილდი, შარლ პერო, არჩილ სულაკაური, ჰან კრისტიან ანდერსონი, გაიხსენეს პირველი ზღაპარი „წითელქუდა“. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ზღაპარი ინგლისური ენის სამი ვერსიით.
(სტანდარტული ამერიკული; ბრიტანული ინგლისურით, და მათი ინგლისური ენის პედაგოგის მიერ)
ჯადოსნური ხალიჩით მოსწავლეები შეხვდნენ ზღაპრის გმირებს,რომელთაც განსაკუთრებული კითხვები ჰქონდათ მომზადებული. გაიმართა ინტერაქცია და შესრულდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს ინგლისურ ენოვანი სიმღერა „ Little red riding hood “ პატარა ინსცენირებით. გაკვეთილს ესწრებოდნენ № 17 საჯარო სკოლის დირექტორი ქ-ნი ირინე ჯგერენაია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის სრული პროფესორი ე.თუფურია, დირექტორის მოადგილე ბ-ნი ვიტალი პატარიძე, ადმინისტრაცია, ინგლისური ენის მასწავლებლები და მშობლები.