25 ოქტომბერს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა, ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის თორნიკე თავხელიძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება კალათბურთში. რომელშიც მონაწილეობა მიიღო X-XII კლასების შვიდმა გუნდმა. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, ტურნირის გამარჯვებული გახდა X-2 კლასი, რომელშიც გასულ სასწავლო წელს სწავლობდა თავად თორნიკე. ტურნირი ჩატარდება ყოველწლიურად.