მართლაც დაუვიწყარი იქნება ის დღე, როდესაც სსიპ №17 საჯარო სკოლის 43-მა მაღალ კლასელმა მოსწავლეებმა გაატარა თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის კადეთთა სკოლაში. თანამედროვე ტიპის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიონალი პედაგოგები და სამხედრო სწავლების მასწავლებლები, ურთიერთ პატივისცემა, იდეალური სისუფთავე და უმაღლესი დონის სტუმარ-მასპინძლობა.

– აი რა ამშვენებს კადეთთა სკოლას. სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის კადეთთა სკოლის დირექციას და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმ დაუვიწყარი დღის ორგანიზებაში.