29 მარტს, ხუთშაბათს VII-1 კლასის მოსწავლეები ქუთაისის განახლებულ ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. სამუზეუმო ექსპონატებმა და გიდის შთამბეჭდავმა საუბარმა მოსწავლეები (ჩვენი ქვეყნის) ისტორიულ წარსულში ამოგზაურა. განსაკუთრებული აღფრთოვანება მუზეუმის მთავარმა ღირსშესანიშნაობამ- პალიასტომის ღვთისმშობლის ხატმა გამოიწვია.

კულტურული მემკვიდრეობის გაცნობამ მოზარდებს პატრიოტიზმისა და ეროვნული სიამაყის გრძნობა გაუღვივა.