20 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” საზაფხულო ბანაკში წამსვლელ მოსწავლეთა შესარჩევი კონკურსი დაასრულა. საზაფხულო ბანაკისთვის შედგა 20 კაციანი ჯგუფი. მოსწავლეები 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ქობულეთში დაისვენებენ.

პროექტში მონაწილეობას იღებს №17 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე სალომე საჯაია. მერიის მხარდაჭერით აგვისტოში საზაფხულო ბანაკში ვანის რაიონ სოფელ სულორში ასევე მიემგზავრება ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი აკაკი ძანძავა.