2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინა ქურდაძე იმყოფებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში და გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდა.

ქართულ ენისა და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს – ისტორიაში; 24 მაისს – გეოგრაფიაში; 25 მაისს – ფიზიკაში; 28 მაისს – ქიმიაში; 29 მაისს – ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს – მათემატიკაში ჩააბარებენ.