სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა “რაინდები წარსულიდან”.
პრეზენტაცია შედგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსის “საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე”

ფარგლებში. პროექტში მონაწილე მოსწავლეების ორგანიზატორობით 9-2 კლასმა (კლასის ხელმძღვანელი ნ.ხაჭაპურიძე) წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია “რაინდები წარსულიდან” და კიდევ ერთხელ გააცოცხლა 1921 წლის სისხლიანი 25 თებერვალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: 2008 წლის აგვისტოს რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპული №17 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიგა სახელაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები რომლებიც ასევე მონაწილეობნენ აგვისტოს ომში. პროფესორი მერაბ ბარათაშვილი, ისტორიკოსი ნაპო მესხია , მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეე