სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია


2011 წლის 24 ივნისს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სამოქალაქო
განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი საქმიანობების პრეზენტაციას
გამართავს. ღონისძიება გაიმართება ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში, 13:00 საათზე.
პრეზენტაციის მიზანია მოხდეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების
შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების წარდგენა საზოგადოებისათვის და სამომავლო გეგმების
გაცნობა. ასევე მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გრანტების შეჯამება, ყველაზე
აქტიური სამოქალაქო კლუბის, ლიდერის, საუკეთესო ადვოკატირების კამპანიის, საუკეთესო
ბლოგის ავტორის გამოვლენა და დაჯილდოება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ
ადგილობრივი თვითმმართველობის, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო
დამცველის ქუთაისის ოფისის, იმერეთის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები,
მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე სტუმრები ამერიკული ორგანიზიაცია PH
International – საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოდან.
პრეზენტაციის შედეგად დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროგრამის ყველა იმ
კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც განხორციელდა
10 თვის განმავლობაში. მონაწილე სამიზნე სკოლებს შესაძლებლობა მიეცემათ სამომავლოდ
მიღებული გამოცდილება აქტიურად დანერგონ სკოლაში, თემში და მოამზადონ ახალი
ღონისძიებები.
სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა PH International – საქართველოს
ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო
განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში,
დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული
საზოგადოების მშენებლობის პროცესებში.
იმერეთის რეგიონის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში 76 საჯარო სკოლა ღებულობს
მონაწილეობას.
—————————————————————————————————————————————————————-
დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის დაგვიკავშირდით:
ქუთაისის 4600, გრიშაშვილის მე-4 შესახ. # 3
ტელ/ფაქსი: 25 13 30
ელ-ფოსტა: [email protected] www.kedec.ge
კონტაქტი: ლიკა კილაძე – პროგრამის მენეჯერი მობ: 599 15 73 15 / ილიკო ნაცვალაძე – სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი მობ: 577 78 04 06