2011 წლის 21 დეკემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ინგლისურ ენოვანი სპექტაკლის ”CHRISTMAS CUCKOO” პრემიერა. პიესა ”CHRISTMAS CUCKOO” დადგმულია ირლანდიელი მწერლის ფრენს ბრაუნის მოთხრობის მიხედვით. პიესა სცენისათვის ადაპტირებულია პროგრამა “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ამერიკელი მასწავლებლის ქრისტოფერ ჰატეფის მიერ.

მოქმედება მიმდინარეობს მე-19 საუკუნეში ირლანდიის ერთ-ერთ პატარა სოფელში, სადაც ცხოვრობს ორი ღარიბი მეწაღე სქრაბი და სფეა. შობის დღეს ძმებმა მოჭრეს გამხმარი ხე, სადაც ბუდობდა ჯადოსნური გუგული, რომელიც სთხოვს ძმებს გამოზამთრებას და ნაცვლად ჰპირდება საჩუქარს. ქვეყნის დასასრულს არის ხე ოქროსა და მწვანე ფოთლებით, რომელიც სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. სქრაბი ირჩევს ოქროს ფოთოლს, სფეა კი სიხარულის მწვანე ფოთოლს. სხვადასხვა არჩევანის გამო ძმები დაშორდნენ ერთმანეთს, რადგანაც ამ ფოთლებმა ზეგავლენა მოახდინეს მათ ცხოვრებაზე. გადის დრო და სქრაბი ხვდება შეცდომას და გუგულს თხოვს კვლავ შეცვალოს მისი ცხოვრება და ეს ასეც ხდება.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” მასწავლებელ ქრისტოფერ ჰატეფის მიერ ჩამოყალიბებული თეატრალური კლუბის წევრები, სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის 5-6 კლასის მოსწავლეები: გ.ვერულაშვილი, ს.გაჩეჩილაძე, რ.გვამბერაძე, ე.სვანიძე, ლ.ჩარქსელიანი, ი.აბესაძე, მ.ჩარქსელიანი, ა.თუთბერიძე, ზ.გვენეტაძე, ა.ონიანი, ვ.ზალკანიანი, ს.ტყავაძე, ბ.წერეთელი, ა.კოპალეიშვილი და ფ.ნემსაძე. ინგლისური ენის პედაგოგების თეა ბარდაველიძისა და ზურაბ მუშკუდიანის ხელმძღვანელობით.

ქორეოგრაფი და მხატვარი ც. კრავიშვილი.
პრემიერას ესწრებოდნენ: ბატონები ანდრო ლოსაბერიძე, მერაბ ბარათაშვილი,
ნიკო კაჭკაჭიშვილი, ვ. ჯუღელი, ქალბატონები; ეკა თოფურია, მერი ლობჟანიძე.
პრემიერა გაიმართა სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.
ფესტივალის ორგანიზატორები: თორნიკე მარჯანიშვილი და მარინე მარჯანიშვილი.