სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია


2011 წლის 24 ივნისს, ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი საქმიანობების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის მიზანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების წარდგენა საზოგადოებისათვის და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. ღონისძიებაზე მოხდა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გრანტების შეჯამება, ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის, ლიდერის, საუკეთესო ადვოკატირების კამპანიის, საუკეთესო ბლოგის ავტორის გამოვლენა და დაჯილდოება. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის, იმერეთის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე სტუმრები ამერიკული ორგანიზიაცია PH International – საქართველოს ოფისიდან.

პრეზენტაციის შედეგად დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროგრამის ყველა იმ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც განხორციელდა 10 თვის განმავლობაში.

მე-17 საჯარო სკოლიდან სამოქალაქო კლუბის ლიდერი ვალერიან ფორჩხიძე დასახელდა წლის ყველაზე აქტიურ ლიდერად.

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა PH International – საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესებში.

იმერეთის რეგიონის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში 76 საჯარო სკოლა ღებულობს მონაწილეობას.

ღონისძიების დასასრულს მე-17 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსაბლი წარსდგა საკუთარი შემოქმედებით.
——————————————
დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის დაგვიკავშირდით:
ქუთაისის 4600, გრიშაშვილის მე-4 შესახ. # 3
ტელ/ფაქსი: 25 13 30
ელ-ფოსტა: [email protected] www.kedec.ge
კონტაქტი: ილიკო ნაცვალაძე – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი მობ: 577 78 04 06
###