2012 წლის 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დეპუტატ მერაბ ბარათაშვილის ინიციატივითა,

და ქუთაისის თვითმმართველი მერიის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ დიდ ჯიხაიში დიდი ქართველი მოაზროვნის და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში. მუზეუმში ჩატარდა ღია კარის დღე. დღის ბოლოს ლადო მესხიშვილის აკადემიური თეატრის ახალგაზრდულმა დასმა (ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე) ღია ცის ქვეშ წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია რომელიც ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქართველოს ისტორიის ერთერთ ეპიზოდს ასახავდა.