2012 წლის 12 ივნისს ქუთაისში გაიხსნა მოსწავლეთა თვითშემოქმედების თეატრალური ფესტივალი. ფესტივალი გახსნა ახალციხის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის პიესა

“ჰელადოსი”-თ. ფესტივალის გახსნას ესწრებოდა მეშვიდე მესამე კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან ერთად. სპექტაკლი იყო ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ თავიანთ თანატოლთა სცენური შესრულებით. ქუთაისმა კიდევ ერთ ლამაზ დღესასწაულს ჩაუყარა საფუძველი.