სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა იწყებს მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შერჩევას. საზაფხულო ბანაკის ჩატარება იგეგმება 2011 წლის ივნისის ბოლოს.

საზაფხულო ბანაკისთვის შეირჩევა მხოლოდ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორ სკოლებში(იხილეთ პარტნიორი სკოლების ჩამონათვალი) და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

1. სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერები, რომლებმაც ინიცირება გაუკეთეს სხვადასხვა პროექტებს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებაში;

2. მოსწავლეები, რომელთა ინიციატივით განხორციელდა ერთობლივი პროექტები სხვა სკოლებთან /ან სხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობით;
3. ის მოსწავლეები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი სოციალურ მედიაში და მათ მიერ შექმნილი ბლოგები არის ინფორმაციული და მუდმივად განახლებადი და/ ან უკვე აქვთ ჩატარებული თანატოლთა ტრენინგები სოციალურ მედიაში;

იმ შემთხვევაში, თუ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღების სურვილი გაქვთ და თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმიდან მინიმუმ ერთს გთხოვთ, 2011 წლის 27 მაისამდე ინფორმაცია თქვენს შესახებ მიაწოდოთ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას თქვენსავე რეგიონში, რომელიც პასუხისმგებელია საზაფხულო ბანაკებისთვის მონაწილეთა ნომინირებაზე (იპოვეთ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია თქვენსავე რეგიონში)