2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მე-12 კლასელთა პრეტესტი. ფართომასშტაბიან საცდელ ტესტირებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაა ჩართული.

პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

ინფორმაცია გამოსაშვები გამოცდების საცდელ ტესტირებაში მონაწილეთათვის