2012 წლის 23 მარტს ქალაქ ქუთაისში საზეიმოდ გაიხსნა მასწავლებლის სახლი. ჩატარდა ტრენინგი პროფესიულ უნარებსა და ქიმიაში ონლაინ რეჟიმში დისტანციური მართვით. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ელიზბარ ელიზბარაშვილის მასტერკლასს ქიმიაში ესწრებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯრო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნინო ტაბუცაძე.

ტრენერმა მაღალ დონეზე ჩაატარა მეცადინეობა. განიხილა მნიშვნელოვანი საკითხები: სახელწოდების მიცემა ორგანულ ნაერთებზე ერთდროულად ორმაგი და სამმაგი ბმების შემცველობით. იუპაკის ნომენკლაერით, მოცულობით წილის განსაზღვრა ხსნარებში, ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნის მეთოდები. ტრენიგნის მიმდინარეობისას ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქალაქ ქუთაისის ხელმძღვანელი