მიმდინარე წლის 2 და 6 მარტს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ,სტუდენტებმა:

(თიკო ბანძელაძე, ქეთი მურუსიძე)
ჩაატარეს ლექცია-სემინარები თემაზე: 1.თსუ-ს გაცნობა, ზოგადი ცნობა თსუ-ს
ფაკულტეტების შესახებ , 2.სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების შესახებ.
ლექციები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების
მიერ ორგნიზებული პროექტის, “თსუ-დესპანი” , ფარგლებში. აღნიშნული პროექტი
მიზნად ისახავს იმ ბარიერების მოხსნას, რომელიც არსებობს სკოლას, სკოლის
მოსწავლეებსა და უნივერსიტეტს შორის. პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს
უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და რეგიონალური
საგანმანათლებლო რესურს ცენტრები. სტუდენტთა ინიციატივის საფუძველზე
პროექტმა მოიცვა სხვადასხვა რეგიონებში არსებული სკოლები.მათ შორის ქუთისის
მე-17 საჯარო სკოლა. სკოლის დირექტორის ხელშეწყობითა და სკოლაში არსებული
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დახმარებით სალექციო პროცესი წარმატებით
წარიმართა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს ალექსანდრე
კვიტშვილის მიმართვა და ინფორმაცია, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის
მომავალში სწავლასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთების თვალსაზრისი