2012 წლის 27 ივნისს ბრიტანეთის საბჭომ კითხვის წამახალისებელი უდიდესი ბრიტანული პროექტის “Circus Stars”-ის რეგიონალური გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსის გამარჯვებული გახდა სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა. პროექტის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები მიწვეული იყვნენ ქალაქ თბილისში ბრიტანეთის საბჭოში სადაც მათ გადაეცათ ბრიტანეთიდან სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი თანამედროვე საბავშვო წიგნების კოლექცია, სპეციალური სერტიფიკატები და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები. სერტიფიკატებით ასევე დაჯილდოვდნენ პროექტში ჩართული მასწავლებლები: თეა ბარდაველიძე, ზურაბ მუშკუდიანი, მანანა მეტრეველი, ელეონორა ბრეგვაძე. კონკურს “Circus Stars”-ში მონაწილე მოსწავლეებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ ახალ ნახატების პროექტში “ჩემი საყვარელი სპორტი”. მოსწავლეთა ნახატების გამოფენა შედგა ამავე დღეს ბრიტანეთის საელჩოში, ბავშვებთან ერთად ხატავდა მათთვის საყვარელი მხატვარი ზაალ სულაკაური. ეს ივენთი ეძღვნებოდა ქართველ პარაოლიმპიელებს სადაც მიწვეული იყო ჩვენი სკოლა, როგორც პროექტში ჩართული. სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პარაოლიმპიელები რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიადაში. ბრიტანეთის საელჩოში მოსწავლეები შეხვდნენ ბრიტანეთის ელჩს ქალბატონ ჯუდი გაფს, დიპლომატიურ კორპუსს, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს ბატონ ზაზა ფურცელაძეს, პროექტის კოორდინატორს თამარ კვაჭაძეს. მოსწავლეთათვის გაიმართა ნახატების ხატვა და შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. მეექვსე კლასის მოსწავლემ ზურაბ გვენეტაძემ შეასრულა ნამუშევარი რომელშიც ასახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა სპორტულ აქტივობაში ნამუშევრის სლოგანში “”We are the best, When we are together” გამოხატა მისი დამოკიდებულება მოცემული თემისადმი.. მოსწავლეთა ვიზიტი მარშრუტით ქუთაისი-თბილისი, თბილისი-ქუთაისი განხორციელდა ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.