სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში 2012 წლის 6 ივნისს მეშვიდე მეორე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და გეოგრაფიაში,

(მასწავლებლები: მაყვალა ანანოვი, რუსუდან ქემოკლიძე) გაკვეთილი მიეძღვნა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას. ღია გაკვეთილზე გამოყენებული იქნა გოდერძი ჩოხელის მიერ გადაღებული ფილმები, ისტ-ის საშუალებით მოსწავლეებმა გამოავლინეს გეოგრაფიული ცოდნა; ორმა მოსწავლემ წარმოადგინა გაკვეთილზე შესრულებული ნახატები და მოეწყო მათი პრეზენტაცია.