2011 წლის 18 ივლისიდან 30 ივლისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლაში

“ინკლუზიური განათლება და სასკოლო პრაქტიკა” მონაწილეობა მიიღო 17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ლ.ბარბაქაძე, ი.კუდრიავცევა, ხ.ფაიქიძე. ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის ლექტორი – ასოცირებული პროფესორი ნატო ქობულაძე, მენტორი – ფსიქოლოგი ლალი ცხვედიანი, კოოდრინატორები მაია წულაძე და გიორგი დემეტრაშვილი.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ პედაგოგებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პედაგოგებმა იმუშავეს ჯგუფურად და ინდივიდუალურად. ჯგუფებში შეიქმნა გაკვეთილის გეგმები და ინდივიდუალურად პედაგოგებმა შეიმუშავეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები.