11 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნარგიზა მებურიშვილის ხელმძღვანელობით ლიტერატურულ სალონ ”მჭევრი”-ს უმცროსმა თაობამ (V და VI კლასის მოსწავლეები) ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია “ვინა ვართ?!… საიდან მოვდივართ?!” წარმოადგინეს.

კომპოზიციაში გამოყენებული შოთა ნიშნიანიძისა და მორის ფოცხიშვილის ლექსებით პატარა დეკლამატორებმა გვაგრძნობინეს მზიანი, ფრთიანი ქართული სიტყვის ხიბლი და პატივი მიაგეს სიყვარულის, ლექსის, სადღეგღძელოსა და ღმერთების ენას. კომპოზიცია მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ქალბატონმა თამილა ჩეპელევამ. მისი ხელმძღვანელობით ნორჩმა მომღერლებმა: თ.სიხარულიძემ, დათო ჩხეიძემ, ანანო გაბიძაშვილმა და ილია აბესაძემ ტკბილი ხავერდოვანი ქართული ჰანგებით გამოხატეს, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ქართული ენისადმი.