![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/3c12bfce2340-1.jpg)
შეხვედრა
სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგები და სსიპ ქუთაისის №20 საჯარო სკოლის მასწავლებლები: ლალი რეხვიაშვილი და თამარ ჯიშკარიანი. შეხვედრის მიზანი იყო კათედრის მუშაობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. საუბარი შეეხო ნეტ-ბუკების გამოყენებას სასწავლო პროცესში, გაკვეთილების დაგეგმვას, სადამრიგებლო ჟურნალების წარმოებას, ღონისძიებათა ჩატარების სპეციფიკას.
ნაჩვენები იყო I კლასში, მათემატიკაში ერთ-ერთ გაკვეთილზე გამოყენებული ელექტრონული რესურსი.