სტუმრად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2012 წლის 23 აპრილს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები შეხვდნენ მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს.
მოისმინეს პროფესორ გიორგი ონიანის ლექცია თემაზე: უსასრულო სიმრავლეების ზოგიერთი ”უცნაურობანი”. განსაკუთრებული ინტერესი აღძრა მოსწავლეებში ფერმას დიდმა თეორემამ. მათ შეკითხვებს კომპეტენტურად პასუხობდა ბატონი გიორგი ონიანი, მისმა ლექციამ მოსწავლეები უფრო ღრმად ჩაახედა რიცხვით სიმრავლეთა სამყაროში