იმერეთის რეგიონის წარმატებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიგა შუშანიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ,
სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარიკა ხვადაგიანს და ნინო ცხადაძეს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს . დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა 2012 წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები). წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1022 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეების წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
წარჩინებულ მოსწავლეთა ამ მიმართულებით წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.