![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/ad3de4d030cd.jpg)
განახლებული ბაგრატის ტაძარი
სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ირინე ჯინჯიხაძე) 17 სექტემბერს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე
მარშრუტით: ბაგრატის ტაძარი-მოწამეთა-გელათი-ქუთაისი. მოსწავლეებმა და მშობლებმა დაათვალიერეს განახლებული ბაგრატის ტაძარი, შეხვდნენ ბაგრატის ტაძრის არქიტექტორს, გელათში ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის საფლავი და მოაწყვეს პოეზიის საღამო, წაიკითხეს პატრიოტული ლექსები, დამრიგებელთან ერთად შეიმუშავეს 2012-2013 წლის სამუშაო გეგმა და კმაყოფილები დაბრუნდნენ ქუთაისში.