ბრიტანელი რეჟისორის ვიზიტი
2011 წლის 9 სექტემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში – ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით” ფარგლებში, არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში”
და ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლამ უმასპინძლა ბრიტანელ დოკუმენტალისტს, ბატონ ალისტერ ოლდჰემს. მისი დოკუმენტური ფილმი „ბრისტოლის ველოსიპედის პროექტი” შერჩეულია პროექტისათვის, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებს ადამიანის უფლებების პოპულარიზაციაში.ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გაიმართაალისტერ ოლდჰემის შეხვედრა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, ფილმის ჩვენება და დისკუსია.