დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში IV-1 კლასის (პედაგოგი მ.ადეიშვილი) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია “ანიდან ჰაემდე”. მათ საინტერესოდ უამბეს მაყურებელს ქართული ენის განვითარების შესახებ დასაბამიდან დღემდე.

ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეს ამ ენის ორიგინალურობასა და მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ქართველს აკისრია მშობლიური ენის წინაშე.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ნიკოლოზ ჯანგავაძე.
მაყურებელმთა რიგებში იყვნენ: სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეთა მშობლები.