გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს გენერალურ რეპეტიციას.


გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 12 აპრილს დაიწყო. აპრობაციაში საქართველოს ყველა რაიონის 326 სკოლა მონაწილეობს.

14 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი 12–დან 16 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლის. მოსწავლეები იმუშავებენ პორტატულ კომპიუტერებზე, რომელთა მსგავსს მაისში, გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ.

გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა.
ამ და სხვა საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი მაია მიმინოშვილი შეხვდა იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს.