დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში V-2 კლასში (პედაგოგები: ნ.მებურიშვილი ნ.ხაჭაპურიძე ნ.ზოსიაშვილი) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიაში.

გაკვეთილი მიეძღვნა “ფარნავაზის ზეობას” ლ.სანიკიძის “დედა ისტორიიდან”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დამოუკიდებლად მოძიებული მასალები, პონტოს სამეფოს, ლეონტი მროველის ქართული დამწერლობის საფეხურების, არტანუჯის და უძველესი წარწერების შესახებ.