პირველად საქართველოში !
მარიო სტეფანო პეტროდარკი


2011 წლის აპრილს ქუთაისს ესტუმრება თანამედროვე კლასიკური მუსიკის პოპულარული შემსრულებელი, იტალიელი მუსიკოსი, ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პეტროდარკი. ის არის მრავალი ფესტივალისა თუ კონკურსის (Citta di Latina Citta di Monteze; Citta di Loretto …) ლაურეატი და პირველი პრიზის მფლობელი მისი მაღალი საშემსრულებლო ტექნიკა ვრცელდება როგორც აკორდეონზე, ასევე ბანდონეონზე.
2008 წელს მან ჩაწერა საუნდტრეკი ნანი მორეტის ფილმისთვის „ჩუმი ქაოსი“, ხოლო 2009 წელს ასევე მუსიკა ჯოვანი ვერონეზის ფილმისათვის „იტალიელები“.
2009 წელს მიწვეულ იქნა კოლიზეუმში გამართულ საქველმოქმედო კონცერზე სტუმრის რანგში , სადაც აკომპონირებას უწევდა ანდრეა ბოჩელის და სხვა ცნობილ მომღერლებს.
მის საშემსრულებლო რეპერტუარში კლასიკად ქცეულ ნაწარმოებთა გვერდით შევხვდებით ისეთ თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ა.სკარპონე, რ. მოლინელი და ა. პიაცოლა.
ამჯერად, ქართველი მაყურებლის წინაშე ის წარდგება ქუთაისის სახელწიფო ოპერის ორკესტრთან ერთად. კონცერტს განსაკუთრებულობას სძენს ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოში კლასიკური ნაწარმოებები შესრულებულ იქნება ისეთ იშვიათ საკრავზე, როგორიცაა ბანდონეონი.
კონცერტი ეძღვნება იტალიის გაერთიანების 150 წლისთავს და არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას 90 წლის იუბილეს. საღამო შედგება ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში. შესრულებული იქნება ა.სკარპონეს, რ. მოლინელისა და ა. პიაცოლას ცნობილი ნაწარმოებები.
კონცერტის საინფორმაციო მხარდაჭერას და აუდიო ჩაწერას უზრუნველყოფს კლასიკური მუსიკის მაუწყებელი რადიო „მუზა“. საღამოს გენერალური სპონსორია სასტუმროთა ქსელი ,,რჩეული“ _ ,,რჩეული პალასი“.
კონცერტს ესწრებოდნენ #17 საჯარო სკოლის პედაგოგები.