ქ.ქუთაისის #17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები: ზ.მუშკუდიანი და თ.ბარდაველიძე დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ ტრენინგს “lesson planning” (გაკვეთილის დაგეგმვა), სადაც დეტალურად განხილული იყო, გაკვეთილის დაგეგმვის ფაზები.

ტრენინგს ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე საულ ჰერნანდესი და განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი. ტრენინგი ჩაატარეს ამერიკელმა ტრენერებმა. ტრენინგის ხანგრძლივობა გახლდათ 6 სთ. პედაგოგებს საელჩოს მიერ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნები.