2009 წლის 12 ნოემბერს №17 საჯარო სკოლაში 93 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: ” მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ ან საით წავალ…” იგი მიეძღვნა დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მზია მჟავია, 93 კლასის დამრიგებელი ლალი ნაჭყებია, ირინა კუდრიავცევა. ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ლანჩავა.