2009 წლის 21 მაისს II1 კლასის მასწავლებელმა მედეა ადეიშვილმა და ყვავილების ფანკლუბის კონსულტანტმა, ლეილა ბარბაქაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ხელოვნებაში.


გაკვეთილი ჩატარდა სანერგეში. ბავშვებმა დაათვალიერეს სათბური და მისი ეზო. ისაუბრეს მცენარის აგებულების შესახებ. მისი ნაწილების: ფესვის, ღეროს, ფოთლის, ყვავილის, თესლის ფუნქციების შესახებ. გაეცნენ მცენარეთა გამრავლებას თესლითა და კალმით. სანერგის დეკორატორ-აგრონომ, ჯულიეტა გოგიბერიშვილი საინტერესოდ ესაუბრა მათ მცენარეთა წარმოშობის, გავრცელების არეალის, დეკორატიულ მებაღეობაში გამოყენების შესახებ. სანერგე მეურნეობის შექმნის ისტორიისა და დანიშნულების შესახებ ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს. ესაუბრა მათ თაიგულის შექმნის ხელოვნებაზე. ყველა მოსწავლე დაასაჩუქრა ყვავილების ნერგებით.

ბავშვებმა ადგილებზე შექმნეს ნახატი „ცემი თაიგული“.

მოსწავლეებმა სკოლაში მოიწვიეს ქალბატონი ჯულიეტა, ისიც სიამოვნებით დათანხმდა და უახლოეს დღეებში იგი გვეწვევა სკოლაში.