2009 წლის 13 მაისს V3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში, ხელმძღვანელი გულიზარ ზირაქაძე.


გაკვეთლის თემა: რ. ინანიშვილის “მუხა”

გაკვეთილის მიზანი: კითხვის , წაკითხულის გააზრების, ზეპირი მეტყველების, წერითი,

შემოქმედებითი და ანალიზის უნარ – ჩვევების განვითარება.

გამოყენებული მეთოდები: გონებრივი იერიში, პაუზებით კითხვა.

მუშაობის ფორმა: ინდივიდიალური, მთელ კლასთან.

შეფასების კომპონენტები:

I – აქტივობა: გონებრივი იერიში (2წთ.).

II – აქტივობა: სიტყვის გამოყენებით ესეს წერა პრეზენტაცია (5წთ.).

III – აქტივობა: პაუზებით კითხვა, დისკუსია (20წთ.).

IV – აქტივობა: თავიანთი პოზიციის გადმოცემა წერილობით (5წთ.).

პრეზენტაცია (7წთ.).

განსაკუთრებული უნარები: 1. კითხვის

2. ტექსტის გააზრების

3. კამათის მსჯელობის

4. საკუთარი პოზიციის დაცვის და წერილობით გადმოცემის.

მოსწავლეთა შეფასება (3წთ.).

საშინაო დავალება (2წთ.).