05.06.2009
2009 წლის 5 ივნისს,II3 კლასში (კლასის ხელმძღვანელი – თამილა სვანაძე) ჩატარდა განვლილი სასწავლო წლის შემაჯამებელი მუშაობა სათაურით: ,,მესამეში გადავდივართ…” ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია,ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯეი ნ.ხურციძე, მასწავლებლები და მშობლები.
მოსწავლეებმა სიმბოლურად მადლობა გადაუხადეს თითეულ საგანს, რომელსაც II კლასში სწავლობდნენ: ქართული ენის შესახებ იასაუბრა ჯგუფმა ,,იამ” მათემატიკა-ინფორმატიკის შესახებ – ჯგუფმა ,,იქსმა”, ბუნებისმცოდნეობა წარმოადგინა ჯგუფმა ,,მუზამ”, ფიზიკური აღზრდა – ჯგუფმა ,,ხარებმა”. მოსწავლეებმა განმარტეს, თუ რატომ შეურჩიეს თავიანთ ჯგუფს ესა თუ ის სახელი, დაასახელეს ბრძნული გამონათქვამები, უპასუხეს სეკითხვებს საპროგრამო მასალიდან, გაიხსენეს სახალაისო ამბები, რომლებიც მოხდა ამ ერთი წლის მანძილზე მათი კლასისცხოვრებაში.
ბავშვებმა სტუმრებს გააცნეს ის აქტივობები, რომლებიც განახორციელეს მიმდინარე სასწავლო წელს. შემდეგ იმუშავეს ჯგუფურად – ტესტებისა და დასმული ლოგიკური შეკითხვების საფუძველზე ჟიურიმ დაასახელა საუკეთესო ჯგუფი, გამოკითხვის საფუძველზე დასახელდა ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე.
მოსწალეები იყნენ ძალიან აქტიურები, მონდომებულები, მოტივაცია იყომაღალი – თავი გამოეჩინათ მშობლებისწინაშე.
ღონისძიება გაალამაზა მუსიკის მასწავლებლის ნანა ყურაშვილის აკომპანნიმენტით შესრულებულმა სიმღერებმა, ინფორმატიკის მასწავლებლის ნუგეშა გოგიბერიძის მიერ ეკრანზე ნაჩვენებმა საქართველოს ბუნების სურათებმა.
კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები.
დასასრულს, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და კლასის ხელმძღვანელს თამილა სვანაძეს, სასწავლო წლის საინტერესოდ შეჯამებისათვის.