2009 წლის 12 ოქტომბერს IV2 კლასში ჩატარდა ექსკურსია-გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში სათაფლიის ნაკრძალში.
კლასისი ხელმძღვანელი: ნინო გერაძე.
თემა: “გადაშენებული ორგანიზმები”

მიზანი: მოსწავლე აღწერს ორგანიოზმის სასიცოცხლო ციკლს დამსჯელობს გადაშენებული ორგანიზმების შესახებ.

უნარ-ჩვევა:

* მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში ქცევის წესების პრაქტიკაში გამოყენება
* შეძლონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად განთავსება და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა

რესურსები:

1.მატერიალური: პლაკატები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, საწერ-კალმები, ჰიგიენური ხელთათმანები, ფოთლები, კენჭები, ბალახები

აქტივობა

მოსწავლეთა ორგანიზება

დროის ხანგრძლივობა

1. ექსკურსიის ორგანიზება მგზავრობა მარშრუტით: ქუთაისი-სათაფლია

ჯგუფურად

30 წთ.

2. მოტივაცია გაკვეთილის განწყობა

ჯგუფურად

5 წთ.

3. შესწავლილი მასალის გამოკითხვა–შეჯამება

ინდივიდუალური

10 წთ.

4. პრეზენტაციები დავალებულ თემებზე

ინდ. და ჯგუფური

15 წთ.

5. ტესტი

ინდივიდუალური

4 წთ.

6. “ვანის დიაგრამა”

წყვილებში

4 წთ.

7. დინპოზავრის ნაკვალევზე დაკვირვება

ინდივიდუალური

10 წთ.

8. დამატებითი აქტივობა

ჯგუფურად

7 წთ.

9. საკლასო გამოფენისათვის მზადება ანუ პლენერი: ნახატებით კოლაჟის შექმნა

ინდივიდუალური

15 წთ.

10. გაუთვალისწინეწბელი აქტივობა: უცხოელი ტურისტების მიღება, დასწრება და ჩართვა საგაკვეთილო პროცესში

ჯგუფურად

11. სათაფლიის მღვიმის დათვალიერება ექსკურსია მძღოლთან ერთად

12. ბუნებაში შესაბამისი ადგილის პოვნა დასასვენებლად და საჭმლის მისაღებად

ჯგუფურად

30 წთ.

13. დაბრუნება მარშრუტით სათაფლია-ქუთაისი

ჯგუფურად

25-30 წთ.

შეჯამება:

რა გამოცდილება შეიძინეს ამ ექსკურსია-გაკვეთილზე რა ისწავლეს, რამოეწონათ, რა არ მოეწონათ, რას გამოასწორებდნენ.

ვრცლად ….

1 აქტივობა

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ექსკურსიის დროს აცილებელია ქცევის წესების შემუშავება და დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევვაში შეიძლება ჯგუფი დაიფანტოს და ბავშვებს რაიმე ხიფათი შეხვდეთ ( ნადირთან შეხვედრა, ტყეში დაკარგვა, ხევში ჩაგორება და სხვ.) ეს რომ არ მოხდეს, ვთავაზობ ბავშვებს შეინმუშავონ ბუნებაში სიარულისა და ქცევის წესები. ამისათვის კალსს ვყოფ სამ ჯგუფად და ვავლებ, თითოეულმა ჯგუფმა ერთი ან ორი წესი მოიფიქროს.

შემდეგ ყველა ჯგუფში მოფიქრებულ წესებს ჩამოვწერთ ვატმანის ფურცელზე, ერთად განმვიხილავთ და შევაჯერებთ.

ამის შემდეგ ბავშვებს ვთავაზობ ბუნებაში გასვლას და ამ წესების მიხედვით მოძრაობას. შესაძლოა ბუნებაში ყოფნისას ზოგიერთი სხვა წესის დამატებაც დასჭირდეთ.

ა) ერთად სიარული

ბ) ყურადღებით სიარული

გ) მცირე დაბრკოლებათა გადალახვა ( ეკლიანი ბუჩკი, წაქცეული ხე და სხვა)

დ) გაკვეთილის დასრულების შემდეგ ადგილის შერჩევა დასასვენებლად და საჭმლის მისაღებად

ე)საჭმლის ნარჩენების შენახვა.

2 აქტივობა

ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში.

ვეუბნები ბავშვებს, რომ დღეს ძალიან საინტერესო და უჩვეულო გაკვეთილი ექნებათ ბუნების წიაღში, ამიტომ ყურადღებით უნდა იყვნენ და დაიცვან ბუნებაში კცევის წესები ( არ დაიფანტონ, არ იხმაურონ, არ დაანაგვიანონ ბუნება, ყურადღებით მოუსმინონ მასწავლებელს). ექსკურსია-გაკლვეთილი უკავშირდება შესწავლილ თემას “გადაშენებული ორგანიზმები” და ამიტომ სიმბოლურია ამ გაკვეთილის ჩატარება აქ, სადაც დინოზავრების ნაკვალევი არსებობს.

8 აქტივობა

დამატებითი აქტივობა

ბუნებაში ყოფნისას ბავშვებს შევაყოვნებ იმ ადგილას, სადაც ქაღალდები ან სხვა რაიმე ნარჩენია დაყრილი და დანაგვიანებულია გარემო. ვეკითხები მოსწავლეებს თუ რა ხვდება მათ თვალს ცუდად, რა აუშნოებს გარემოს. ბავშვები უნდა მივიყვანო იმ აზრამდე, რომ ნაგავი ზიანს აყენებს, აუშნოებს და უსუფთაოს ხდის გარემოს, აუცილებელია დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება.

მომზადებული მაქვს ჰიგიენური ხელთათმანები, ვურიგებ ბავშვებს, ყველა ერთდ, მშობლებთან ერთად ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილს. ნარჩენებს ათავსებენ პარკში და გადასაყრელად მიგვაქვს სანაგვე ურნასთან.

9 აქტივობა

მოსწავლეები ქმნიან ნახატებს, ხდება ნახატების ნახვა-განხილვა. სკოლაში ეწყობა გამოფენა, რომლის ნახვაც ყველას შეეძლება. განხილვის დროს უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ბავშვს სუფთა ბუნება მოსწონს, სუფთა ბუნება მიმზიდველია, ამიტომ არის მათი ნახატები ასე ლამაზი.