მავნე ჩვევებისა და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა
2009 წლის 5 მარტს IX3 კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: ,,მავნე ჩვევებისა და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა”.
სკოლაში 2009 წლის 20 იანვრიდან მიმდინარეობს სამართლებლივი კულტურის საგანმანათლებლო პროგრამა პროექტ ,,ჰარმონია”-ას პილოტირება,რომლის შესაბამისად ტარდება გაკვეთილები IX კლასებში №17 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ თამარ ბარბაქაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის პოლიციის კაპიტნის ქეთევან წერეთელის დახმარებით.
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა, რომ მოსწავლეებმა დაინახონ მავნე ჩვევების შესაძლო შედეგები, გააცნობიერონ სამართალდამცავების როლი და მნიშვნელობა პრევენციულ პროგრამებში.