2009 წლის 23 აპრილს VI2 კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და მუსიკაში, მასწავლებელი – ნანა ხაჭაპურიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და თამილა ჯავახაძე – მუსიკის მასწავლებელი. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის პირველი მოადგილე ვ.პატარიძე, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე.
ქართული ენის, მუსიკის და მათემატიკის მასწავლებლები, უფროსკლასელები.


1. თემა: ო.ჭოლაძე ,,ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით”
2. სწავლების საფეხური: I საფეხური – VI2 კლასი.

ქართული ლიტერატურა

3. გაკვეთილის სასწავლო მიზნები: ე.ს.გ.-ით განსაზღვრული შედეგები /ინდიკატორები/

მიმართულება – ზეპირმეტყველება VI-1

– კითხვა VI-8

· სხვისი ნათქვამის პერფრაზის გამოყენებით გადმოცემის უნარის განვითარება.

· პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე მსჯელობის უნარის განვითარება.

· მოსწავლეები შეძლებენ დაასახელონ მათთვის ესთეტიკური თვალსაზრისით საინტერესო ადგილები, განარჩიონ სიტყვის მრავალფეროვნება და ახსნან გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულება.

· განსაზღვრავენ ლექსის ტექნიკურ მხარეს.

მუსიკა

ე.ს.გ.-ით განსაზღვრული მიზნები და შედეგები /ინდიკატორები/:

· მოსწავლე უსმენს და დამოკიდებულებას გამოხატავს მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.

· მოსწავლე იცნობს და იყენებს ელემენტარულ ტერმინებს.

აქტივობა№1 (10წთ). მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება.

აქტივობა№2 (5წთ). საკლასო დავალებები.

აქტივობა№3 (5წთ). მასწავლებელი თხოვს2 მოსწვლეს წაიკითხონ ლექსი ხმამაღლა და გამოთქმით. მათიწაკითხული შეაფასონ დანარჩენებმა. აღნიშნონ როგორია ლექსში გადმოცემული განწყობილება და წაკითხვის ტემპი. პასუხები დაფიქსირდება სქემაზე.

აქტივობ№4 (20წთ). მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებებს ჯგუფური მუშაობისათვის.

აქტივობა№5 (1წთ).მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს განსაზღვრონ ლექსის რიტმი.

მუსიკა

აქტივობა№6 (10წთ). მასწავლებელი თხოვს 2 ან 3 მოსწავლეს შეასრულონ ინსტრუმენტზე რომელიმე მცირე ზომის მუსიკალური ნაწარმოები. კლასს სთავაზობს როლურ თამაშს ,,ბავშვი უკრავს სტუმრების თხოვნით. სტუმრები გამოხატავენ თავიანთ აზრს.

აქტივობა№7 (5წთ). მასწავლებელი თხოვს შემსრულებელ მოსწავლეებს ისაუბრონ თავიანთ დამოკიდებულებაზე შესრულებული ნაწარმოებისა და საერთოდ მუსიკის ირგვლივ.

აქტივობა№8 (5წთ). მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს დააფიქსირონ დიაგრამაზე ის მუსიკალური ტერმინები, რომლებიც შეესაბამება ლექსის ტექნიკურ მხარის განმსაზღვრელ ტერმინებს.

შეფასება (5წთ).

· შეფასება საშინაო დავალება.

· საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა დაკვირვებებით და ჩანისვნებით.

· მსჯელობის უნარი დაკვირვებებითა და ჩანიშვნებით.

· გააზრებული კითხვის უნარი და ჯგუფთან თანამშრომლობა დაკვირვებებითა და ჩანიშვნებით.

· მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისა და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი.

· ელემენტარული მუსიკალური ტერმინების ცოდნა და გამოყენება.