შემაჯამებელი გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში X1 და X2 კლასებში. მასწავლებელი თამარ ბარბაქაძე.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:


1. რა არის დამოკიდებულება

2. ალკოჰოლიზმი

3. ნარკომანია

4. თამბაქო

5. აზარტული თამაშები

6. შიდსი

გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე, მასწავლებლები მ.ქაშაკაშვილი, ნ.კოხრეიძე, გ.ზირაქაძე.

გაკვეთილზე მოხდა მოსწავლეების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა დაანახეს თანატოლებს თუ რამდენად უშლის ხელს ადამიანს მავნე ჩვევა ჯანსაღ, ნორმალურ ცხოვრებაში, სხვებთან ურთიერთობაში; როგორ ცდილობს სახელმწიფო ხელი შეუშალოს ამ ჩვევების გავრცელებას არასრულწლოვნებში; ადამიანსა თუ საზოგადოების კეთილდღეობასა და კანონებს შორის კავშირი.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ მავნე ჩვევებთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები, ამ ბრძოლაში ყველა უნდა ჩაერთოს რადგან ყურადღების მოდუნებას შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს.