17/03/2009
სკოლას ესტუმრნენ ჟურნალ ,,თვალსაზრისის” მთავარი რედაქტორი ლელა გურგენიძე, რედაქტორი ლალი გურგენიძე და ქ.ხონის სკოლის პედაგოგები.
სტუმრები გაეცვნენ სკოლის ცხოვრებას, საგაკვეთილო პროცესს, დაესწრნენ ღია ინტეგრირებულ გაკვეთილს VI2 კლასში ქართულ ენა- ინფორმატიკა (მასწავლებელი – ნანა კუპრავა, ნანა ხაჭაპურიძე და ირინე ადეიშვილი).
საგანი: ქართული ენა – ინფორმატიკა
გაკვეთილის თემა: მწკვრივები სერიათა მიხედვით.
მისაღწევი შედეგები:
§ პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით აღიქვან და გაანალიზონ ზმნათა მსგავსი ფორმები.
§ შეძლონ ზმნის პირისა და რიცხვის მიხედვით განსხვავებულ ფორმათა დაჯგუფება.
§ შეძლონ მეტყველების ნაწილების შორის მსგავსება-განსხვავების დაფიქსირება.
§ დასკვნის გამოტანისა და საკითხის შეფასების უნარის განვითარება.
§ ,,ისტ”-თან ურთიერთმოქმედების მოწყობილობის გამოყენების უნარის განვითარება.
ხელმძღვანელები – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები:
§ ნანა კუპრავა
§ ნანა ხაჭაპურიძე
– ინფორმატიკის მასწავლებელი
§ ირინე ადეიშვილი