14/04/2009
2009 წლის 14 აპრილს II2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, მასწავლებელი – ციური ბაჯაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი: ირინე ჯგერენაია, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მრუდი წირის ამოცნობას და დახაზვას.
შეკრება-გამოკლების მოქმედებათა შესრულებას სხვადასხვა ხერხით
100-ის ფარგლებში. (თანრიგების დაჯგუფება; მთლიანი ათეულით
გადახტომა; რიცხვის შევსება სრულ ათეულამდე; ერთეულის ბიჯით
წინ ან უკუ თვლა; ახდენს მოქმედებათა ურთიერთ დემონსტრირებას).
თემა: მრუდი წირი.
რესურსი: დაფა, ცარცი, პლაკატები, სახელმძღვანელო, ბარათები, რვეულები,
დამხმარე სახელმძღვანელო.
აქტივობა I- 5 წუთი- საშინაო დავალების შემოწმება, (ურთიერთშებრუნებული
ამოცანები) მასწავლებელი მერხებს შორის ჩამოვლით ამოწმებს
დავალებას, შემდეგ წააკითხებს რამენიმე მოსწავლეს.
აქტივობა II – 5 წუთი – მათემატიკური თამაში –“მიმატება 100-ის ფარგლებში”
მასწავლებელი დაასახელებს რიცხვს, მოსწავლეებმა ამ რიცხვს
უნდა მიუმატონ 3, ისე რომ ყოველი მომდევნოტოლობის I შესაკრები
წინა ტოლობის პასუხია.
აქტივობა III – 10 წუთი – მუშაობა წყვილებში (მოსწავლეებს ეძლევათ
ბარათები, ბარათებზე წერია ფიგურეს სახელები, რომლითაც უნდა
შეძლონ პლაკატზე მოცემული ფიგურების ამოცნობა და
დახასიათება).
აქტივობა IV – 3 წუთი -შესვენება (სახალისო ლოგიკური ამოცანები).
აქტივობა V – 7 წუთი – სახელმძღვანელოზე მუშაობა – გვ.110 სავ. 1,2,6.
(ერთ-ერთი შესაკრების გადიდება რამდენიმე ერთეული).
აქტივობა VI – 5 წუთი – დაფასთან მუშაობა – რამდენიმე მოსწავლეს
გაიძახებ დაფასთან, დანარჩები ამოწმებენ შესრულებულ
სამუშაოს.
აქტივობა VII – 5 წუთი – დამოუკიდებელი სამუშაო (ფიგურების მონაწილება
ორ ჯგუფად. შეძლონ მრუდი წრის გარჩევა
ტეხილისაგან).
შეფასება კომენტარებით 3 წთ დასაკვირვებელი მოსწავლეები: 1. დოხნაძე
2. ჭელიძე
3. ჩაკვეტაძე
4. ტოფაძე